აშშ-ის სენატი ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას საუდის არაბეთის პრინცს აკისრებს

საქართველო, თბილისი - 12:51 | 14.12.2018
ნანახია: 662

 

აშშ-ის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცს მუჰამედ ბენ სალმანს ეკისრება. ამის შესახებ The Hill-ი იუწყება.

რეზოლუცია შეიცავს მოწოდებას საუდის არაბეთის ხელისუფლების მიმართ“უზრუნველყოს დაკისრებული პასუხისმგებლობა“ ხაშოგის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.

რეზოლუციას მხარი  56-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო 41-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა. ვიდრე რეზოლუცია აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს გადაეცემა. ის წარმომადგენლობით პალატა უნდა გადაეცეს. შეგახსენებთ, მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ აღნიშნულ დოკუმენტს ვეტოს დაადებს. ამიტომ, სენატის მიერ მიღებული დოკუმენტები რეალურად, სიმბოლურ ხასიათს ატარებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე