თელავის მერიამ გაერთიანებულ ოპოზიციას აქციის გასამართად ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზა

საქართველო, თბილისი - 12:36 | 14.12.2018
ნანახია: 813

თელავის მერიამ გაერთიანებულ ოპოზიციას აქციის გასამართად ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზა.

როგორც თელავის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა განაცხადა, ადგილი, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქციისთვის აირჩია, შედის პრეზიდენტის ინაუგურაციის ტერიტორიის ფარგლებში და სახელმწიფო დაცვის კონტროლის ქვეშ არის მოქცეული.

„ოპოზიციას ალტერნატიული ტერიტორია 9 აპრილის მემორიალთან შევთავაზეთ, ამის შესახებ ვაცნობეთ და წერილიც გავუგზავნეთ”,- განუცხადა ნარეკლიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს.

ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა ოპოზიცია ამ შეთავაზებას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე