„ნაციონალურ მოძრაობას“ და ნიკა მელიას ვთხოვ, კარგად გაიხსენონ მათ მიერ ჩატარებული არჩევნები - დავით მათიკაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:04 | 14.12.2018
ნანახია: 769

„ნაციონალურ მოძრაობას“ და ნიკა მელიას ვთხოვ, კარგად გაიხსენონ მათ მიერ ჩატარებული არჩევნები, აქ როგორც ცა და დედამიწა ისეთი განსხვავებაა დემოკრატიულ ღირებულებებს და ხარისხს შორის, -  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

"ნიკა მელიას ეს არჩევნები ნუ ეშლება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩატარებულ არჩევნებში", - აღნიშნა მან და განაცხადა, რომ ძალიან კარგად ახსოვს საზოგადოებას, რა იყო გაყალბება და როგორ იყო.

„ჩვენ მოვისმინეთ საერთაშორისო დამკვირვებლების შესაბამისი შეფასებები, ვიცით დარღვევები, რომლებიც არსებობს და ეს არსებობდა 90–იანი წლებიდან ყველა არჩევნებთან მიმართებაში. იმაზეც ვისაუბრეთ, რომ ვართ ღია და გახსნილი იმისთვის, რომ თუკი რაიმე დარღვევა არსებობდა საკანონმდებლო დონეზე მოხდეს ამ ყველაფრის რეგულაცია. „ნაციონალურ მოძრაობას“ და ნიკა მელიას ვთხოვ, კარგად გაიხსენონ მათ მიერ ჩატარებული არჩევნები, აქ როგორც ცა და დედამიწა ისეთი განსხვავებაა დემოკრატიულ ღირებულებებს და ხარისხს შორის. ნიკა მელიასგან როგორ შეიძლება რამე დაიჯეროს საზოგადოებამ, მგონია, რომ ტყუილის და დესტრუქციის მეტი არაფერი მომდინარეობს ამ ძალისგან“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ნიკა მელიას განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების ამსახველ მასალებს გამოაქვეყნებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე