აშშ-ში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებულმა მარია ბუტინამ დანაშაული აღიარა

საქართველო, თბილისი - 11:57 | 14.12.2018
ნანახია: 729

რუსეთის მოქალაქე მარია ბუტინამ ამერიკის სასამართლოში აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობის შესახებ ბრალი აღიარა. იუწყება CNN. კოლუმბიის საოლქო სასამართლოს მოსმენაზე მან განმარტა, რომ რუსეთსი ოფიციალური წარმომადგენელის ხელმძღვანელობით მოქმედებდა. მისი ამოცანა იყო დაემყარებინა არაოფიციალური კონტაქტები ამრიკელებთან, რომლებსაც აშშ-ის პოლიტიკაზე გავლენა ჰქონდათ.

ბუტინას ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს. იმ შემთხვევაში თუ სასამართლოში ამ აღიარებას საკმარისად ცნობენ და დათანხმდებიან ბუტინას წინადადებას თანამშროლობის შესახებ, მას ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბუტინა დათანხმდა დანაშუალი ნაწილობრივ ეღიარებინა, მედიაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

აქამდე ის ბრალს არ აღიარებდა აშშ-ში უცხოელი აგენტის და რუსეთის სასარგებლოდ კონსპირაციულ საქმიანობასთან დაკავშირებით. თუმცა ცოტა ხნის წინ სასამართლოს განუცხადა, რომ მზად არის შეცვალოს თავისი პოზიცია და უკან წაიღოს განცხადება, სადაც ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მარია ბუტინას ბრალი 16 ივლისს აშშ-ს წინააღმდეგ შეთქმულებასა და დანაშაულებრივი საქმიანობისთვის წაუყენა.

გამოძიების ვერსიით, 30 წლის ბუტინა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე და პოლიტიკურ ორგანიზაციებზე აგროვებდა ინფორმაციას და კავშირებს ამყარებდა ძირითადად კონსერვატორ ამერიკელ პოლიტიკოსებთან, მათ შორის დონალდ ტრამპთან, რაშიც მას ეხმარებოდა კონტაქტები იარაღის ლობისტ გავლენიან ჯგუფთან, იარაღის ეროვნულ ასოციაციასთან (NRA). თავად ბუტინაც იარაღის ლობისტია, მან რუსეთში დააარსა ამგვარი ლობისტური ჯგუფი, სანამ ვაშინგტონში გაემგზავრებოდა სასწავლებლად.

ბრალდების თანახმად, ვაშინგტონში ბუტინას მოქმედებებს ხელმძღვანელობდა რუსეთის ყოფილი დეპუტატი და ცენტრალური ბანკის თანამშრომელი, ალექსანდრ ტორშინი, რომელსაც მიმდინარე წელს აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სავარაუდო კავშირების გამო.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე