თურქეთში გიულენთან კავშირისთვის 219 სამხედროს აპატიმრებენ

საქართველო, თბილისი - 11:14 | 14.12.2018
ნანახია: 707

სტამბოლის პროკურატურამ 219 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ორდერები გასცა, რომლებსაც ისლამი მქადაგებლის ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან (FETO) კავშირს ედავება. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.

აღნიშნულია, რომ სამხედროების დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს, მათგან ოთხი პოლკოვნიკია.

თურქეთის ხელისუფლება FETO-ს 2016 წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. თვითონ გიულენმა, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, ამბოხი დაგმო და ბრალდება უარყო. თურქეთი აშშ-სგან გიულენის გადაცემას მოითხოვს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე