ზვიად პატარიძე მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად დასახელდა

საქართველო, თბილისი - 10:38 | 14.12.2018
ნანახია: 1218

ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციამ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზვიად პატარიძე 23-წლამდელთა შორის 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად აღიარა. 

მიმდინარე წელს ქართველმა მოჭდავემ ამ ასაკობრივ ჯგუფში  ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე იჭიდავა და ორივეგან ოქროს მედალი მოიპოვა.

ზვიად პატარიძე უკვე 6-ჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი - ორჯერ - ჭაბუკებში, 3-ჯერ 20-წლამდელთა შორის და 23-წლამდელებშიც. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე