მთავრობის სამწლიანი მუშაობის შეჯამების ამსახველი ანგარიშის საინფორმაციო კამპანია სახელმწიფო ბიუჯეტს 612 ათას ლამდე დაუჯდა

საქართველო, თბილისი - 10:57 | 10.12.2015
ნანახია: 1353

მთავრობის სამწლიანი მუშაობის შეჯამების ამსახველი ანგარიშის საინფორმაციო კამპანია სახელმწიფო ბიუჯეტს 612 ათას ლამდე დაუჯდა. მთავრობის №2552 განკარგულებით ირკვევა, რომ აღნიშნული თანხა მთავრობამ საკუთარი სარეზერვო ფონდიდან გამოყო.

„საქართველოს მთავრობის სამწლიანი მუშაობის შეჯამების ამსახველი ანგარიშის საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გამოუყოს 611 500 ლარი”, აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე