ცხინვალში მცხოვრები ნებისმიერი ეთნიკური წარმოშობის მოქალაქეები იყვნენ პუტინის აგრესიის მსხვერპლნი - გიგა ბოკერია

საქართველო, თბილისი - 10:02 | 14.12.2018
ნანახია: 586

ცხინვალში მცხოვრები ნებისმიერი ეთნიკური წარმოშობის მოქალაქეები იყვნენ პუტინის აგრესიის მსხვერპლნი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკეიამ საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შესხაებ წარდგენილი საჩივრების დაუშვებლად გამოცხადების თაობაზე განაცხადა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან საქართველო იყო პუტინის რუსეთის აგრესიის მსხვერპლი და არა პირიქით, –განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

„ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან საქართველო იყო პუტინის რუსეთის აგრესიის მსხვერპლი და არა პირიქით. ის მოქალაქეები, ვინც ცხინვალში ცხოვრობდნენ, ნებისმიერი ეთნიკური წარმოშობის, მნიშვნელობა არ აქვს, იყვნენ პუტინის პოლიტიკის მსხვერპლი. რა თქმა უნდა, საომარი მოქმედებების დროს, მათ შორის საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიების დაცვისას, ბუნებრივია, სამხედრო ძალა იყო გამოყენებული და ეს ყოველთვის არის ცუდი და ყოველთვის საფრთხეს უქმნის ნებისმიერი წარმომავლობის მოქალაქეებს, ვინც ცხოვრობს სამხედრო მოქმედებების ზონაში“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე