საქართველოში 2018 წელს ყველაზე პოპულარული ლესბოსელების პორნოა

საქართველო, თბილისი - 16:31 | 13.12.2018
ნანახია: 1266

2018 წელს ვებგვერდ pornhub.com-ს 33,5 მლრდ ადამიანი ეწვია. დღეში ვებგვერდს 94 მლნ მომხმარებელი ჰყავს. 2018 წელს ყველაზე ხშირად ამ საიტს სტუმრობდნენ კანადიდან, პოლონეთიდან და ავსტრალიიდან. მონაცემები pornhub.com-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ინტერნეტმომხმარებლებში ყველაზე პოპულარულია ლესბოსელების პორნოვიდეოები. ლესბოსელების პორნოს ძირითადად ქალები ეძებენ, მამაკაცები კი იაპონელების პორნოვიდეოებით ინტერესდებიან.  ყველაზე პოპულარული პორნოვარსკვლავი სტორმი დენიელსი, რომელიც ამბობდა, რომ დონალდ ტრამთან სექსუალური კავშირი ჰქონდა. მისი თქმით, 2006 წელს ტაჰოს ტბის ერთ-ერთ კურორტზე დონალდ ტრამპთან ერთჯერადი სექსუალური კონტაქტი ჰქონდა.

ტრამპის ადვოკატმა მაიკლ კოენმა პორნო-ვარსკვლავს 130 000 დოლარი გადაუხდა იმისთვის, რომ მას ტრამპთან კავშირი საიდუმლოდ შეენახა. ადვოკატმა ეს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამე გააკეთა იმისთვის, რომ დენიელსთან ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ტრამპის სარჩევნო კამპანიისთვის ზიანი არ მიეყენებინა. ტრამპი ამ ბრალდებას უარყოფს.

საიტს  მთელი მსოფლიოდან 25-დან 34 წლამდე ასაკის ადამიანები სტუმრობენ.

სტორმის შემდეგ ყველაზე ძებნადი ცნობილი ადამიანია კიმ კარდაშიანი, რომელიც 26 მლნ-ჯერ მოძებნეს. შემდეგ მოდის ნიკი მინაჟი, ქარდი ბი, სელენა გომესი და არიანა გრანდე. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საიტზე სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი 2,5 მლნ-ჯერ მოძებნეს,  მელანია ტრამპი 628,14-ჯერ, დონლდ ტრამპი კი - 302 177-ჯერ.

ლესბოსელების პორნოვიდეოები ყველაზე პოპულარულია საქართველოში, აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ნორვეგიასა და ფინეთში.

საქართველოში ერთი მომხმარებელი ვებგვერდის მონახულებაზე 11 წუთსა და 1 წამს ხარჯავს.

საქართველოდან ვიზიტორების უმეტესობა ქალია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე