მარგველაშვილმა არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ გაბედა, იმდენად დაბალი იყო მისი რეპუტაცია - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 15:47 | 13.12.2018
ნანახია: 819

დღეს გამარჯვებულია "ქართული ოცნება" და პოლიტიკურმა გუნდა გადაწყვიტა, ვინ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის თქმით, გიორგი მარგველაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ მეორე ვადით დაბრუნებულიყო პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა მან არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ გაბედა, იმდენად დაბალი იყო მისი რეპუტაცია. 

"დღეს გამარჯვებულია "ქართული ოცნება" და პოლიტიკურმა გუნდა გადაწყვიტა, ვინ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი. რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, მან ყველაფერი გააკეთა, რომ მეორე ვადით დაბრუნებულიყო პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა მან არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ გაბედა, იმდენად დაბალი იყო მისი რეპუტაცია. მას მოვუწოდებ, რომ ნუ გასცდება იმ მანდატს, რომელიც მას აქვს მინიჭებული", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ კარგი იქნება თუ ბიძინა ივანიშვილი პრემიერად დაბრუნდება, ამით, როგორც ერთ სიმღერაშია, „დამთავრდება უხერხული ღიმილი“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე