ეს შეურაცხყოფა თავში არ მოსვლია არც შევარდნაძეს, არც სააკაშვილს - მარგველაშვილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტზე

საქართველო, თბილისი - 15:17 | 13.12.2018
ნანახია: 793

ეს შეურაცხყოფა თავში არ მოსვლია არც შევარდნაძეს, არც სააკაშვილს, მეც არ მიფიქრია, რომ შეურაცხყოფა მიმეყენებინა ადამიანებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად პოლიტიკური კატაკლიზმებისა, დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობენ ადამიანები, რომლებმაც მუშაობა ზვიად გამსახურდიას დროს დაიწყეს.

„ასეთი ადამიანები ჩვენი საჯარო სამსახურის სიამაყეები არიან. ადამიანები, რომლებიც ადმინისტრაციაში ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის დროს მუშაობდნენ, ჩვენთვის საამაყოები არიან. ისინი პროფესიონალები არიან. პრეზიდენტები იცვლებოდნენ და ეს ხალხი არ იცვლებოდა. ისინი ჩვენგან ასეთი კვალიფიციური ინსტიტუტის შექმნისთვის მადლობას იმსახურებენ. ეს შეურაცხყოფა თავში არ მოსვლია არც შევარდნაძეს, არც სააკაშვილს, მეც არ მიფიქრია, რომ შეურაცხყოფა მიმეყენებინა ადამიანებისთვის. ამ მოტივაციის ახსნა ჩემთვის ძნელია, სახელმწიფოსთვის კი შეურაცხმყოფელი”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, აღნიშნული კანონოპროექტი შესაძლოა, პარლამენტიდან გაიწვიონ. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე