არსებობენ პორტირებული „ნაციონალები“, ვინც არიან „ოცნებაში“ და ექსპორტირებული „ნაციონალები“, რომლებიც არიან „ევროპულ საქართველოში“ - მარგველაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:38 | 13.12.2018
ნანახია: 772

ცოტა იუმორიც რომ შევიტანოთ, ასე ირჩევა ხოლმე ქართული პოლიტიკური რეალობა – არსებობენ პორტირებული „ნაციონალები“, ვინც არიან „ქართულ ოცნებაში“; ექსპორტირებული “ნაციონალები“, რომლებიც არიან „ევროპულ საქართველოში“ და ჭეშმარიტი „ნაციონალები“, ვინც არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“, - ამის შესახებ საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

შეხვედრაზე ერთ-ერთი სტუდენტი დაინტერესდა, რატომ არის პოლიტიკური ველი ორ პოლიტიკური ძალას შორის გადანაწილებული და რატომ არის საზოგადოება გაყოფილი ორ ნაწილად, რაზეც მარგველაშვილმა თქვა, რომ როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ უფრო გაყოფილი იყო პოლიტიკურ სპექტრი.

მისივე თქმით, 2016 წლისთვის პოლიტიკურმა ლიდერებმა და კოალიციამ, რომელიც დაპირისპირებული იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“, შეწყვიტეს არსებობა და ჩამოყალიბდა ახალ პოლიტიკურ გაერთიანებად.

„ცოტა იუმორიც რომ შევიტანოთ, ასე ირჩევა ხოლმე ქართული პოლიტიკური რეალობა – არსებობენ პორტირებული „ნაციონალები“, ვინც არიან „ქართულ ოცნებაში“; ექსპორტირებული “ნაციონალები“, რომლებიც არიან „ევროპულ საქართველოში“ და ჭეშმარიტი „ნაციონალები“, ვინც არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“. ეს პორტირებულები უყვებიან ექსპორტირებულებს, ჭეშმარიტებმა რა დააშავეს და ამას უყურებ როგორც პოლიტიკური დებატებს. როდემდე უნდა ვუყუროთ ერთი და იგივე ამბავს, როდესაც ადეიშვილის ან მერაბიშვილის რომელიღაც ჩინოვნიკი ყვება, რა საშინელება იყო ის პროცესი. აქ მე ვერ ვხედავ რეალურ დაპირისპირებას “, – განაცხად მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, საგულისხმოა, რომ მიხეილ სააკაშვილის სამმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოლო არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმები აიღო და ეს არის რეალობა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე