Apple-მა iPhone 6-თვის ქეის-ბატარეა წარმოადგინა

საქართველო, თბილისი - 10:52 | 10.12.2015
ნანახია: 1497

Apple-ის ინფორმაციით, ქეის-ბატარეა სმარტფონის მუშაობის რეჟიმს, დამატებით ვიდეოს ყურების რეჟიმს 20 საათით, ხოლო საუბრის რეჟიმს 25 საათით გაახანგრძლივებს.

კალიფორნიულმა კომპანიამ ქეის-ბატარეა მხოლოდ iPhone 6-სა და iPhone 6S-თვის შექმნა. Apple-მა კი ის საკუთარ ონლაინ-მაღაზიაში განათავსა.

ქეისის ღირებულება 99 დოლარია. ქეისი ამ დროისათვის ორ ფერშია ხელმისაწვდომი: თეთღი და შავი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე