დონალდ ტრამპის ყოფილ ადვოკატს მაიკლ კოენს 3 წლით პატიმრობა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 14:30 | 13.12.2018
ნანახია: 602

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოფილ ადვოკატს მაიკლ კოენს სამი წლით პატიმრობა მიესაჯა. მას  სხვა დანაშაულებებთან ერთად საპრეზიდენტო კამპანიის დროს ფინანსურ დარღვევებსა და ორი ქალისთვის, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ დონლდ ტრამპთან ინტიმური კავშირი ჰქონდათ, თანხის გადახდაში ადანაშაულებენ. კოენს ასევე დაეკისრა  2 მლნ დოლარის ჯარიმის გადახდა.  

ადვოკატი მანამდე  აცხადებდა, რომ ფინანსური დარღვევების, საგადასახადო მაქინაციებისა და კონგრესისთვის ცრუ ჩვენებების მიცემისთვის, მთელ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებდა.

სასამართლო სხდომის დროს კოენმა განაცხადა, რომ ტრამპმა მას აიძულა ამ გზით სიარული და რომ აშშ-ის ახლანდელი პრეზიდენტისადმი ბრმა ერთგულება, მისი მთავარი სისუსტე იყო.

კოენი ასევე არის იმ საქამის ფიგურანტი, რომელსაც სპეცპროკურორი რობერტ მიულერი აწარმოებს, ის იძიებს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩვენებში რუსეთის ჩარევის საქმეს.

მანამდე მაიკლ კოენმა კონგრესისთვის რუსეთის საქმეზე ცრუ ჩვენებების მიცემის ფაქტი აღიარა.

ფედერალურმა პროკურორებმა კოენი ორი ქალისთვს, მათ შორის პორნო მსახიობ სტორმი დენიელსისთვის 280 ათასი დოლარის გადაცემაში ადანაშაულებნ. ქალები ამტკიცებენ, რომ სასიყვარულო კავშირი ჰქონდათ ტრამპთან და დუმილის სანაცვლოდ კოენმა მათ თანხა გადაუხადა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე