საგამოძიებო ორგანოებს მივმართავ, გამოიძიონ რამდენად რეალურია არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოპოვებული ხმები- ინაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:48 | 13.12.2018
ნანახია: 625

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმურია პრეზიდენტი.

როგორც ჟურნალისტებს ინაშვილმა განუცხადა, ვერავინ იტყვის, რომ სალომე ზურაბიშვილს ლეგიტიმაცია არ აქვს.

“რეალურად, სალომე ზურაბიშვილმა მეორე ტურში მოიგო და მხარდაჭერა მოიპოვა. საგამოძიებო ორგანოებს მივმართავ, გამოძიება 780 ათას ხმაზე დაიწყონ. კერძოდ, რამდენად რეალურია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოპოვებული ხმები. გამოძიების პარალელურად პროცესს ვაწარმოებთ, რომელიც კონკრეტულ ფაქტებს დადებს”, – აღნიშნა ინაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე