ანკარაში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 11:10 | 13.12.2018
ნანახია: 671

ანკარაში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, დაშავებულია 46 ადამიანი. ამის შესახებ თურქეთის დედაქალაქის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.

ანკარიდან კონიას მიმართულებით მოძრავი ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგებიდან დილით გადავიდა.

ლოკომოტივთან შეჯახების შედეგად ლიანდაგებიდან შემადგებლობის სამი ვაგონი გადავიდა.

„ავარიის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის მემანქანე, დაშავებულია  - 46, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანკარაში საქართველოს საკონსულოში სარკინიგზო ავარიის დროს საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე