ერდოღანმა ერაყში სამხედროების შეყვანის მიზეზები განმარტა

საქართველო, თბილისი - 10:42 | 10.12.2015
ნანახია: 1605

თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ ტაიპ ერდოღანის თქმით, 2014 წელს ერაყში ჯარის ნაწილები ქვეყნის ხელისუფლების თხოვნით შეიყვანეს.

როგორც ერდოღანი აცხადებს, სამხედრო სწავლების თხოვნით ანკარას ერაყის პრემიერმა ჰაიდერ ალ-აბადიმ მიმართა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ქალაქ ბაშიქში საწვრთნელი ბანაკი აბადის თხოვნით შენდებოდა.

როგორც ცნობილია, თურქეთმა განაცხადა ,რომ ერაყში ჯარების გადასროლის პროცესს შეაჩერებს, თუმცა ქვეყნიდან სამხედროების გამოყვანას არ აპირებს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ერაყში თურქეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდგ ბრძოლისათვის არის აუცილებელი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე