ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრად რჩება

საქართველო, თბილისი - 09:52 | 13.12.2018
ნანახია: 700

ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატებმა, კონსერვატიული პარტიიდან, ტერეზა მეის ნდობა გამოუცხადეს.

იმისთვის, რომ ტერეზა მეი პარტიის ლიდერად დარჩენილიყო, ხმა 200-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო 117-მა წინააღმდეგ. კენჭისყრა ფარული იყო.

ამგვარად, მეი კონსერვატიული პარტიის ლიდერად რჩება და პრემიერ მინისტრის პოსტს ინარჩუნებს, ამიერიდან ერთი წლის განმავლობაში მეის ნდობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრის ინიცირება დეპუტატებს აღარ შეუძლიათ.

 „მადლობელი ვარ მხარდაჭერისთვის, თუმცა კოლეგების მნიშვნელოვანმა რაოდენობამ ხმა ჩემს წინააღმდეგ მისცა და მე მათ აზრს ვითვალისწინებ“, - განაცხადა მეიმ კენჭისყრის შემდეგ და დაამატა, რომ მუშაობის გაგრძელებას აპირებს.

კონსერვატორებმა Brexit-თან დაკავშირებული გაურკვევლობის გამო დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ტერეზა მეის უნდობლობის საკითხი კენჭისყრაზე გუშინ დააყენეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე