ნარკოტიკებში დამხვრჩალი მსახიობ-დეპუტატი პაპუაშვილი პირდაპირ სამოქალაქო ომის ახალი ფორმულაა - შალვა ნათელაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:27 | 12.12.2018
ნანახია: 1452

ეს არაა პარლამენტი. ეს როგორც თავიდანვე ვამბობდით, ივანიშვილის შეიარაღებული კრიმინალური ბანდაა, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით აღნიშნავს.

როგორც ნათელაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, მსახიობ-დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი პირდაპირ სამოქალაქო ომის ახალი ფორმულაა.

"ეს არაა პარლამენტი. ეს როგორც თავიდანვე ვამბობდით, ივანიშვილის შეიარაღებული კრიმინალური ბანდაა.

და კიდევ ერთი შენიშვნა, ინაშვილს ირმა კი არა, მინიმუმ რუსლანი უნდა ერქვას. არა უშავს პატარა შეეშალა ნათლიას. რაც შეეხება ნარკოტიკებში დამხვრჩალ მსახიობ-დეპუტატ პაპუაშვილს ის პირდაპირ სამოქალაქო ომის ახალი ფორმულაა სამწუხაროდ", - წერს ნათელაშვილი.

ცნობისთვის, პარლამენტში დაპირისპირება მოხდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე