Toshiba ტელევიზორების წარმოებას აჩერებს

საქართველო, თბილისი - 10:37 | 10.12.2015
ნანახია: 1308

Toshiba გეგმავს, რომ ტელევიზორების წარმოება შეაჩეროს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იაპონური საინფორმაციო სააგენტო Kyodo, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კორპორაცია Toshiba გეგმავს, რომ ტელევიზორების წარმოების ბიზნესიდან გავიდეს და საკუთარი საზღვარგარეთული აქტივები გაყიდოს“, წერს სააგენტო. როგორც ანალიტიკოსები ფიქრობენ, Toshiba-ს წამგებიანი აქტივების მოშორება სურს, რადგანაც გადაწყვიტა, რომ მთლიანად კომპიუტერებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოების სეგმენტში ჩაერთოს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე