ლეონარდო დი კაპრიოს „ოსკარი“ ჩამოართვეს

საქართველო, თბილისი - 16:01 | 12.12.2018
ნანახია: 2026

ამერიკელი მსახიობი ლეონარდო დი კაპრიო იძულებული გახდა აშშ-ის ფედერალური ხელისუფლებისთვის გადაეცა „ოსკარი“ რომელიც მარლონ ბრანდომ 1954 წელს ფილმში „პორტში“ შესრულებული როლისთვის მიიღო.

დი კაპრიოს „ოსკარის“ ქანდაკება ნაცნობმა ფინანსისტმა ჯოუ ლოუმ აჩუქა, რომელიც თაღლითობისთვის არის დააპატიმრებული. ფინანსისტმა მალაიზიის სახელმწიფო ფონდ 1MDB-დან მილიარდი დოლარი და სხვა ძვირფასი ნივთები გაიტანა. მაგალითად, 250 მლნ დოლარის ღირებულების პერსონალური იახტა და ვან გოგისა და პიკასოს ნახატები.

პროკურორების განცხადებით, უკანონოდ მიღებული სახსრებით ჯოუ ლოუმ დაასპონსორა ფილმი „უოლ-სტრიტის მგელი“, რომლისთვისაც დი კაპრიომ „ოსკარი“ მიიღო. ფინანსისტი კომპანია Red Granite Pictures-თან მუშაობდა, რომელიც რამდენიმე  კომედიური ფილმის პროდიუსერი იყო.

სკანდალის გამო დი კაპრიომ ლოუს მიერ მიღებული საჩუქრების დათმო, მათ შორის პიკასოს ნახატი „ნატურმორტი ხარის თავით“, რომელსაც მსახიობი შვეიცარიაში ინახავდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე