კიევში სპეცოპერაციისას რუსი დივერსანტი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 10:31 | 10.12.2015
ნანახია: 1516

უკრაინის უშიშროების სამსხაურის განცხადებით კიევში სპეცოპერაციისას დივერსანტების ჯგუფი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთაგან 2 რუსეთის, სამი კი უკრაინის მოქალაქეა.

სამსახურის პრეს-მდივნის ელენა გიტლიანსკაიას თქმით, სპეცოპერაცია უკრაინის დედაქალაქში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჩატარდა. მისივე თქმით, ერთ-ერთმა დივერსანტმა სამართალდამცავებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რის შედეგადაც ის მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

დაიჭრა ორი სპეცრაზმელიც, ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მოსკოვში აღნიშნულ ინოფრმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე