ხმა ჩაიკმინდე, ერთხელ მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა - ირმა ინაშვილი ნიკა მელიას

საქართველო, თბილისი - 14:44 | 12.12.2018
ნანახია: 1279

საქართველოს პარლამენტში მიმდინარე სესიაზე დაპირისპირება მოხდა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ დარბაზში ხმაური იყო.

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას მიმართა და უთხრა, რომ ხმა ჩაეკმინდა და ჩუმად მჯდარიყო. ამის შემდეგ ინაშვილი მელიას სავარძელთან მივიდა და მას ფურცლები შეაყარა.

"ერთხელ მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა", - მიმართა ინაშივლმა მელიას, რის შემდეგაც დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილიც ჩაერთო.

მანდატურის თანამშრომლებმა ნიკა მელია დარბაზიდან გაიყვანეს, მას ირმა ინაშვილი თან გაჰყვა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნიკა მელია "ცირკის მოწყობაში" დაადანაშაულა, სარკეში ჩახედვა ურჩია და უთხრა, რომ რაც პარლამენტში მოხდა, მისი ბრალი იყო.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე