ზურაბიშვილთან ვისაუბრე ნატო-ს ურყევ პოზიციაზე - საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ მხარდაჭერაზე - ჯეიმს აპატურაი

საქართველო, თბილისი - 14:15 | 12.12.2018
ნანახია: 631

ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით და მისი გზავნილებით დავბრუნდები ბრიუსელში, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს არჩეულ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განხილული იყო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები და პრიორიტეტული თემები, მათ შორის ნატო–საქართველოს ურთიერთობები.

მისივე თქმით, ნატო აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

"მე ვისაუბრე ჩვენს პარტნიორობაზე და ამ პარტნიორობის მიმართ ნატო-ს ურყევ პოზიციაზე, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ მხარდაჭერაზე", - განაცხადა აპატურაიმ.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო შავი ზღვის უსაფრთხოება, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რუსეთის ქმედებები საქართველოში.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ პოლარიზებულ გარემოზეც, რაც საქართველოშია. ამ თემით დაიწყო სალომე ზურაბიშვილმა საუბარი, აგრეთვე გეგმებზე პოლიტიკური დისკუსიის წარმართვის შესახებ, რომელსაც ნატო-ს წევრი ქვეყნები მიესალმებიან. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით და მისი გზავნილებით დავბრუნდები ბრიუსელში. მინდა სალომე ზურაბიშვილს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე