ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობას - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 14:13 | 12.12.2018
ნანახია: 623

ჩვენი საუბარი შეეხო საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობას, - ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი ასევე შეეხო ნატო-ს მუდმივ მხარდაჭერას ყველა იმ საკითხზე, რომელიც საქართველოს მთავარი გამოწვევებია.

"ჩვენი საუბარი შეეხო საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობას, ასევე ნატო-ს მუდმივ მხარდაჭერას ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევებია. ეს არის ტერიტორიული მთლიანობა, კონფლიქტები, საოკუპაციო ხაზი და ჩვენი მოსახლეობისთვის უსაფრთხოების გაზრდა. ასევე, საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოებას, რომელიც დღეს ძალიან მნიშვნელოვან პრობლემად დგას ევროპისა და ნატო-სთვის. ეს ასევე, არის ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი პრობლემაც", - განაცხადა ზურაბიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე