ტერეზა მეი მზად არის პრემიერ მინისტრის სავარძლის შენარჩუნებისთვის იბრძოლოს

საქართველო, თბილისი - 14:04 | 12.12.2018
ნანახია: 800

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დღეს კონსერვატორები Brexit-თან დაკავშირებული გაურკვევლობის გამო დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს ტერზა მეის უნდობლობის საკითხს დააყენებენ, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ თავისი პოსტის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს და ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის პროცედურას ბოლომდე მიიყვანს.

კონსერვატიული პარტიის კომიტეტის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ პრემიერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურებისთვის პარლამენტარებისგან საჭირო როდენობის თხოვნა  მიიღო.  უნდობლობის გამოცხადების კენჭისყრა დღეს საღამოს გაიმართება.

 „ვაპირებ ვიბრძოლო (პარტიის ლიდერის პოსტისთვის) იმით, რაც მაქვს. დღეს პარტიის ლიდერის შეცვლა Brexit-ის პროცედურებსა და ქვეყნის მომავალს  საფრთხეს შეუქმნის. ამან შესაძლოა გააჭიანუროს ან შეაჩეროს Brexit-ის პროცესი. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ქვეყნისთვის ყველაფერი გავაკეთოთ. უნდა დავასრულოთ ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა. მზად ვარ ის ბოლომდე მივიყვანო“, - განაცხადა მეიმ თავის რეზიდენციაში, დაუნინგ სტრიტზე სიტყვით გამოსვლისას.

უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერის არჩევამდე მეი პრემიერის თანამდებობაზე დარჩება. არჩევნები შესაძლოა 6-9 კვირას გაგრძელდეს. პარტიის ლიდერის მომავალ კანდიდატებად შს მინისტრს საჯიდ ჯავიდსა და შრომის მინისტრს ემბერ რადს ასახელებენ. თუმცა ტერეზა მეის პოზიციებიც მტკიცეა - მას მხარს მინისტრთა კაბინეტის მთელი შემადგენლობა უჭერს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე