აქციები ტრამპის ინაუგურაციასაც ახლდა - ნუკრი ქანთარია

საქართველო, თბილისი - 13:26 | 12.12.2018
ნანახია: 619

თუ კონსტიტუციიდან გავლენ, ნებისმიერი ადამიანი პასუხს მიიღებს. აქციები ტრამპის ინაუგურაციასაც ახლდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განუცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 16 დეკემბერს თელავში დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, თელავის გალავანს ბევრი რამ ახსოვს, ყიზილბაშებიდანლეკებიდან დაწყებული და „ნაციონალების“ აქციასაც გადაიტანს.

„სხვაობა ორი პროცენტი რომ იყოს, დავფიქრდებოდი, მაგრამ არც ხუთია, არც ათიაოცამდეა. თელავის გალავანს ბევრი რამ ახსოვს  ყიზილბაშებიდანლეკებიდანდაწყებული და „ნაციონალების“ აქციასაც გადაიტანს. თუ კონსტიტუციური ჩარჩოდან გავლენ, ადგილები მზად არის, მაგრამ სააკაშვილის მოწოდებებს არ იზიარებენ. თუ კონსტიტუციიდან გავლენ, ნებისმიერი ადამიანი პასუხს მიიღებს. აქციები ტრამპის ინაუგურაციასაც ახლდა”, – განაცხადა ქანთარიამ.

16 დეკემბერს თელავში არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება.  ამავე დღეს, გაერთიანებული ოპოზიცია თელავში აქციას გამართავს. 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე