სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება

საქართველო, თბილისი - 13:18 | 12.12.2018
ნანახია: 685

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება.

აღნიშნული ვიზიტი სალომე ზურაბიშვილმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ჯეიმს აპატურაიასთან დღევანდელ შეხვედრაზე განიხილა.

შეხვედრის შემდეგ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს დაუდასტურა.

როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრებს ნატო-სა და ევროკავშირში გამართავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე