საჯარო სამსახურის რეფორმა ეჭვის ქვეშ არ უნდა დადგეს - აკაკი ზოიძე

საქართველო, თბილისი - 12:53 | 12.12.2018
ნანახია: 592

იმიტომ დავუჭირე მხარი საჯარო სამსახურის რეფორმაზე კანონს, რომ საჯარო სამსახური უნდა მოეშვას დემონიზებას, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საჯარო მოხელეობა უნდა იყოს პრესტიჟული და თანამდებობაზე პროფესიონალები უნდა მუშაობდნენ.

„საჯარო მოხელე უნდა იყოს პრესტიჟული, ასევე პრესტიჟული და პროგნოზირებადი უნდა იყოს ამ თანამდებობაზე მუშაობა, პროფესიონალებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ შესაბამის გზა. ნეპოტიზმს - არა, პროფესიონალებს - კი. ნებისმიერ შემთხვევაში, საჯარო სამსახურის რეფორმა ეჭვის ქვეშ არ უნდა დადგეს, შესაბამისად, არავითარ ვნებათაღელვას ადგილი არ უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ცნობისთვის, "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები ადმინისტრაციის ყველა თანამშრომლის ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებაზე გადაყვანას ითვალისწინებს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის, ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლებს, რომლებიც მრავალი წელია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობენ და უზარმაზარი გამოცდილება გააჩნიათ, აღარ ექნებათ დაცულობის ის გარანტიები, რაც საჯარო მოხელეებს აქვთ და მათ სამსახურიდან ნებისმიერ დროს, კომპენსაციისა და ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვებენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე