ადმინისტრაციის თანამშრომლებთან დაკავშირებით ზურაბიშვილი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს - გია ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 12:48 | 12.12.2018
ნანახია: 562

დარწმუნებული ვარ, [სალომე ზურაბიშვილი] სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილზე არჩევანი იმიტომ გაკეთდა, რომ მას არ ახასიათებს პირადი შეხედულებებით ხელმძღვანელობა, როცა საქმე სახელმწიფო ინტერესებს ეხება

„სალომე ზურაბიშვილი პიროვნულად არაფერ შუაშია. პრეზიდენტის ინსტიტუტი სწორად უნდა ყალიბდებოდეს, მათ შორის საკადრო შემადგენლობის თვალსაზრისით. კადრები შესაბამისი უნდა იყოს იმ ამოცანების, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტს ექნება. ძველი იქნება თუ ახალი, მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები ადმინისტრაციის ყველა თანამშრომლის ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებაზე გადაყვანას ითვალისწინებს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის, ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლებს, რომლებიც მრავალი წელია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობენ და უზარმაზარი გამოცდილება გააჩნიათ, აღარ ექნებათ დაცულობის ის გარანტიები, რაც საჯარო მოხელეებს აქვთ და მათ სამსახურიდან ნებისმიერ დროს, კომპენსაციისა და ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვებენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე