თბილისში სატელევიზიო ანძის მოდერნიზება იგეგმება
საქართველო, თბილისი - 12:29 | 12.12.2018 ნანახია: 791თბილისში სატელევიზიო ანძის მოდერნიზება იგეგმება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„სატელევიზიო ანძის პროექტზე ჩვენ არჩევნების წინაც ვსაუბრობდით. ვიდეოკლიპიც კი გვქონდა გაკეთებული. თავად კონცეფცია შეიმუშავა ესტონურმა კომპანიამ, რომელზეც რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა, ეს არის „კოკო არქიტექსტი“. ამ კომპანიას ამდაგვარი ბევრი საინტერესო პროექტი აქვს განხორციელებული. მერიაში რამდენიმე ვერსია განვიხილეთ და მოხდა შეჯერება ორ ვარიანტზე. ამ განხილვებში ჩართული იყვნენ ჩვენი კულტურული საბჭო წევრები, ისტორიკოსები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები”, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ორივე პროექტი წარადგინა და აღნიშნა, რომ ანძაზე მოეწყობა რესტორანი, ასევე არის შესაძლებლობა, ზემო ნაწილზე იყოს პანორამული გადმოსახედი.
„გვაქვს ორი პროექტი, რომლებსაც ჩვენ განვათავსებთ ინტერნეტსივრცეში, აქაც გვაინტერესებს საზოგადოების აზრი და დამოკიდებულება, თუ რომელი პროექტი უფრო მოსაწონი იქნება და სამომავლოდ რომლის განხორციელება იქნება საინტერესო. აქ განთავსდება ვიზიტორთა ცენტრი, რომელიც გათვლილი იქნება 300 ათას ვიზიტორზე. ამ პროექტის ფარგლებში ასევე უნდა განხორციელდეს რესტორანი, იქნება ზემოთ პანორამული გადმოსახედები. 75 მეტრი სიმაღლეზე იქნება ეს კონკრეტული ობიექტი. ამ პროექტის ფარგლებში შესაძლებელი იქნება, დავასაქმოთ დაახლოებით 50 ადამიანი. პროექტის განხორციელება დაახლოებით 10 მილიონი დაჯდება. ჩვენ ამ პროექტს და ასევე პროექტს, რომელზეც მე წინასაარჩევნოდ ვსაუბრდი, ეს არის მუხიანის პროექტი რადიოქალაქი, მას უახლოეს ხანებში წარვუდგენ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს და მივაწვდით სრულ ინფორმაციას”, – განაცხადა კახა კალაძემ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა