გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს თელავში საპროტესტო აქციას გამართავს

საქართველო, თბილისი - 12:18 | 12.12.2018
ნანახია: 676

გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" 16 დეკემბერს, თელავში საპროტესტო აქციას გამართავს.

როგორც ბრიფინგზე პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, აქცია მშვიდობიანი იქნება. მისივე თქმით, აქციის მიზანია, ხელისუფლებას გაბრაზებული ხალხის ხმა გააგონონ.

რაც შეეხება სხვა ლოკაციებს, ვაშაძის თქმით, აქციები სხვა ქალაქებშიც გაიმართება.

"თბილისშიც გვექნება და სხვა ქალაქებშიც, მაგრამ ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია იქნება თელავში.

ჩვენ მივმართავთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ გამოგვიყონ ადგილი და ამის მიხედვით ჩავატარებთ აქციას. ერეკლე მეორეს მოედანზე სიამოვნებით ჩავატარებდით, მაგრამ იქ დიდი ალბათობით, სპეციალური დანიშნულების რაზმი იქნება მობილიზებული", - განაცხადა ვაშაძემ, რომელაც აქვე აღნიშნა, რომ აქციაში მონაწილებას გაერთიანებული ოპოზიციის ყველა პარტია მიიღებს.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე