პეკინის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 11:56 | 12.12.2018
ნანახია: 689

თბილისში, პეკინის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსენული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

მომხდარის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა​ს გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე