ქუჩაზე ერთი ტონა შოკოლადი დაიღვარა

საქართველო, თბილისი - 11:35 | 12.12.2018
ნანახია: 713

შოკოლადის ნამდვილი კატასტროფა მოხდა გერმანიის ქალაქ ვერლში, სადაც შოკოლადის ქარხნის სიახლოვეს ქუჩაზე ერთი ტონა შოკოლადი დაიღვარა.

წინასწარი ინფორმაციით, ქარხანაში ავარია მოხდა, რაც ერთ-ერთი დანადგარის მწყობრიდან გამოსვლამ გმოიწვია. ინციდენტის შედეგად შოკოლადის მასა საკონდიტრო საწარმოს კედლებიდან პირდაპირ ქუჩაში გადმოიღვარა. გზის სავალ ნაწილზე 10 კვადრატულ მეტრზე  ერთ ტონამდე შოკოლადი დაიღვარა და უზარმაზარი ფილა წარმოიქმნა.  

ქუჩას საგანგებო სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე საათის განმავლოაბში ცხელი წყლით რეცხავდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე