სალომე ზურაბიშვილი არის ლოიალური, დიდი გამოცდილების ქართველი პოლიტიკოსი - ჯეიმს აპატურაი

საქართველო, თბილისი - 11:12 | 12.12.2018
ნანახია: 635

ის არის ლოიალური, დიდი გამოცდილების ქართველი პოლიტიკოსი, – ასე აფასებს საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი.

მისი თქმით, ის რწმუნდება, რომ სალომე ზურაბიშვილი აღასრულებს ქართველი ხალხის ნებას.

„საერთაშორისო საზოგადოება მომავალ პრეზიდენტს მრავალი წელია ვიცნობთ, რა თქმა უნდა, საფრანგეთის ჩათვლით. ის არის ლოიალური, დიდი გამოცდილების ქართველი პოლიტიკოსი. მე ვნახე მისი გამოცემები Financial Times-ში, სადაც საუბრობდა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის მის მიერ გაწეულ უდიდეს ძალისხმევაზე. მოუთმენლად ველოდები ხვალ მასთან შეხვედრას. რაც ჩვენ მის გამოცემაში ვნახეთ და აგრეთვე რაც მასთან პირად საუბრებში მოვისმინეთ, მარწმუნებს, რომ გააკეთებს იმას, რაც თქვა, აღასრულოს ქართველი ხალხის ნება“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ცნობისთვის, ჯეიმს აპატურაი საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე