სტრასბურგში სროლის დროს, ევროპარლამენტარმა სირბილში რეკორდი დაამყარა

საქართველო, თბილისი - 10:58 | 12.12.2018
ნანახია: 659

ევროპარლამენტარმა საბერძნეთის პარტია „ახალი დემოკრატიიდან“ იორგოს კირცოსმა განაცხადა, რომ სტრასბურგში სროლის დროს, საშობაო ბაზრობაზე იმყოფებოდა და თავის გადასარჩენად სირბილში რეკორდი დაამყარა.

„სირბილში რეკორდი დავამყარე, რათა თავი გადამერჩინა. მე კლებერის მოედანზე ვიმყოფებოდი, როდესაც სროლის ხმა გავიგონე. ვსეირნობდი საშობაო ბაზრობაზე, ქუჩებში ბევრი ხალხი იყო“, - განუცხადა კირცოსმა მედიას.

“გავიქეცი, შევუხვიე გვერდით ქუჩაზე, რათა იქაურობისთვის თავი დამეღწია და მოულოდნელად სროლის ხმა ისევ გავიგონე“,- აღნიშნა მან.

მისი თქმით, სროლის შემდეგ ქუჩებში პოლიციელთა მანქანები გამოჩნდნენ, სამართალდამცველები კი მოქალაქეებს აფრთხილებდნენ, უსაფრთხო ადგილი ეპოვათ და თავი შეეფარებინათ.

ბოლო მონაცემებით,  დაიღუპა 4 და დაიჭრა 11 ადამიანი. ადგილობრივი მედიის ცნობით, მსროლელი 29 წლის სტრასბურგის მკვიდრია, მანამდე ის შეიარაღებული თავდასხმისთვის იყო გასამართლებული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე