საფრანგეთში საქართველოს საელჩო თავდასხმის გამო, სატრასბურგში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველო, თბილისი - 10:37 | 12.12.2018
ნანახია: 694

სტრასბურგის ცენტრში სროლის გამო, საფრანგეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ყველა პირს, რომელსაც ესაჭიროება დახმარება, შეუძლია, დაუკავშირდეს ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას შემდეგ ნომერზე +33611543460.

„სტრასბურგის ცენტრში (საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე) მომხდარი სროლის გათვალისწინებით, საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ქალაქ სტრასბურგში მყოფ პირებს, დარჩნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე. თავი შეიკავონ ქალაქში გადაადგილებისგან და დაელოდონ შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომ ინსტრუქციებს.

ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ყველა პირს, რომელსაც ესაჭიროება დახმარება, შეუძლია, დაუკავშირდეს მუდმივ წარმომადგენლობას შემდეგ ნომერზე +33611543460“, – აღნიშნულია საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.

ბოლო ინფორმაციით, სტრასბურგში, საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე სროლის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. 7 დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე