Facebook-ის შენობიდან აფეთქების საფრთხის გამო ევაკუაცია განხორციელდა

საქართველო, თბილისი - 10:19 | 12.12.2018
ნანახია: 794

კალიფორნიის შტატის ქალაქ მენლო-პარკში კომპანია Facebook-ის კამპუსის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ შენობიდან  აფეთქების საფრთხის გამო ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ტელეარხი NBC პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

ქალაქ მენლო-პარკის პოლიციის ცნობით, Jefferson Drive-ის ქუჩაზე შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენისა და გაუვნებელყოფის ქვედანაყოფი ადგილზე იმყოფება.

ტელეარხის ცნობით, კამპუსის ტერიტორიაზე პოლიციის ავტომობილები იმყოფება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე