3 დაღუპული და 12 დაჭრილი - თავდასხმა სტრასბურგში

საქართველო, თბილისი - 10:03 | 12.12.2018
ნანახია: 821

სტრასბურგის ცენტრში მომხდარი თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაიჭრა. საფრანგეთის შს მინისტრის კრისტოფ კასტანერის განცხადებით, 6 დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

თავდასხმა საშობაო ბაზრობასთან მოხდა, სადაც ტრადიციულად მთელი მსოფლიოდან ათასობით ადამიანი იკრიბება. ხელისუფლება დამნაშავის შესახებ არ საუბრობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სროლის შემდეგ ის გაიქცა, ტაქსი გაიტაცა და მიიმალა.

გაზეთ Figaro-ს ვერსიით, თავდამსხმელი ავტომატური იარაღიდან ისროდა. მისი მოტივები ჯერჯერობით უცნობია.

France Info-ს ცნობით, 29 წლის მსროლელი სტრასბურგის მკვიდრია. ის პოლიციისთვის კარგად იყო ცნობილი. ირიცხებოდა იმ პირების რეესტრში, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან. ის საფრანგთსა და გერმანიაში პასუხისგებაში რამდენჯერმე იყო მიცემული.

მედიისვე ცნობით, მამაკაცი გასამართლებული იყო შეიარაღებული თავდასხმისთვის. ის გუშინ დილით მკვლელობის საქმეზე უნდა დაეკავებინათ, მაგრამ სამართალდამცველებს სახლში არ დახვდათ. მისი ბინის ჩხრეკისას აღმოჩენილია ყუმბარები. გამოძიებას პარიზის პროკურატურის ანტიტერორისტული ქვედანაყოფი აწარმოებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე