განათლების მინისტრი უნდა წავიდეს - ელენე ხოშტარია

საქართველო, თბილისი - 09:47 | 12.12.2018
ნანახია: 648

მინისტრის პასუხისმგებლობა არის ცალსახა. ის უნდა წავიდეს. მე არ ვიცი, როგორ შეიძლება გაუძლოს ადამიანმა, რა სკამზეა ლაპარაკი, -ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენ ხოშტარიამ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა. ის ია კერზაიას გარდაცვალებას განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევად აფასებს. ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ის, რაც მოხდა ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლაში, არის სისტემური პრობლემა.

ელენე ხოშტარია განათლების მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

„მინისტრის პასუხისმგებლობა აქ არის ცალსახა. ის უნდა წავიდეს. მე არ ვიცი, როგორ შეიძლება გაუძლოს ადამიანმა, რა სკამზეა ლაპარაკი. რაც არ უნდა იყოს, როდესაც ასეთი რამე ხდება სისტემაში, წარმოუდგენელია ამ თანამდებობაზე დარჩენა,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ და აღნიშნა, რომ ის, რომ განათლების მინისტრს ოპოზიცია პარლამენტში იბარებს, არ ნიშნავს, რომ მას მხოლოდ მოუსმენენ და შემდეგ დაბრუნდება სამინისტროში. ელენე ხოშტარიას თქმით პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის მნიშვნელოვანი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე