Time-მა წლის ადამიანად საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი დაასახელა

საქართველო, თბილისი - 17:09 | 11.12.2018
ნანახია: 683

ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა წლის ადამიანად საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი დაასახელა.

ნომინაცია ჟურნალის საიტზე გამოქვეყნდა და ამერიკული ტელერახის NBC-ის ეთერში გაჟღერდა.

გამოცემის მთავარი რედაქტორის ედვარდ ფელსენტალის თქმით, Time-მა წლის პერსონად პირველად დაასახელა ადამიანი, რომელიც გარდაცვლილია.

წლის ადამიანის ტიტულის პრედენდენტები ასევე იყვნენ დონალდ ტრამპი, ვლადიმირ პუტინი, სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი, აშშ-ის სპეციალურ პროკურორი რობერტ მიულერი, რომელიც აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეს იძიებს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩჟე ინი და ა.შ.

ჟურნალმა “წლის ადამიანის" გამოვლენა 1927 წლიდან დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე