ტერეზა მეი იმედოვნებს, რომ Brexit-ის გარიგების შესახებ კენჭისყრა 21 იანვრამდე გაიმართება

საქართველო, თბილისი - 16:28 | 11.12.2018
ნანახია: 709

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი იმედოვნებს, რომ  Brexit-ის გარიგების შესახებ კენჭისყრა  21 იანვრამდე გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს. ოქტომბერში ბრიტანეთის მთავრობა და ევროკავშირი ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმდნენ გარიგების ტექსტზე, რომელიც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პირობებს განსაზღვრავს.

Brexit-ის გარიგების შესახებ კენჭისყრა დღეისთვის იყო დაგეგმილი. სამდღიანი დებატების შემდეგ მეი განცხადებით გამოვიდა და აღიარა, რომ გარიგებას დეპუტატთა უმრავლესობა მხარს არ დაუჭერდა და ხმის მიცემა გადადო.

პრემიერის წარმომადგენლის თქმით, უახლოეს დღეებში ტერეზა მეი შექმნილ სიტუაციას ევროკავშირის ლიდერებთან განიხილავს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე