სალომე ზურაბიშვილი სწორ გადაწყვეტილებას იღებს, რომ ათონელის რეზიდენციაში შედის - სოფო კილაძე

საქართველო, თბილისი - 15:35 | 11.12.2018
ნანახია: 724

სალომე ზურაბიშვილი სწორად იღებს გადაწყვეტილებას, რომ ათონელის რეზიდენციაში შედის, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, წინა რეზიდენცია გიორგი მარგველაშვილის დროსაც არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული პრეზიდენტის რეზიდენციად. 

„არ არის სწორი, როცა პრეზიდენტის უფლებამოსილებები არ არის პროპორციული იმ სასახლესთან, რომელშიც ის ცხოვრობს. ამიტომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, რომ სალომე ზურაბიშვილი შედის ახალ რეზიდენციაში", - განაცხადა სოფო კილაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე