უკრაინაში კანონი რუსეთთან მეგობრობის შესახებ შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე ოფიციალურად გამოქვეყნდა

საქართველო, თბილისი - 13:51 | 11.12.2018
ნანახია: 646

უკრაინაში კანონი რუსეთთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ შეტანხმების შეწყვეტის თაობაზე ოფიციალურად გამოქვეყნდა.

შესაბამის კანონს ხელი უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოაწერა.

დოკუმენტი უკრაინასა და რუსეთს შორის მეგობრობის შესახებ 1999 წლის 1 აპრილიდან მოქმედებდა.

შეთანხმება ათწლინი ვადით გაფორმდა. დოკუმენტი ითვალისწინებდა რუსეთ-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას, არსებული საზღვრების აღიარებას, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას და ერთმანეთისთვის ზიანის მიყენების მიზნით თავიანთი ტერიტორიების გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულებას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე