ხელისუფლება რუსეთიდან მიღებული გაზის საფასურს ასაიდუმლოებს

საქართველო, თბილისი - 19:56 | 09.12.2015
ნანახია: 1498

საქართველოს  ხელისუფლება რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტიდან მიღებული გაზის საფასურს არ ახმოვანებს და მიზეზად იმას ასახელებს, რომ ამ გაზის საფასური საჯარო ინფორმაცია არ არის.

ამის შესახებ საუბარია ენერგეტიკის სანისტროს იმ წერილში, რომელიც  მმართველ კოალიციაში შემავალ „რესპუბლიკურ პარტიას“ ოქტომბერში გაგზავნილი კითხვების  საპასუხოდ გაეგზავნა.

„რესპუბლიკური პარტიის“ კითხვები 11-პუნქტიანია და „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების რისკებს ეხება. ერთ-ერთი კითხვა კი  რუსეთიდან სომხეთში  გაზის ტრანზიტიდან მიღებული გაზის საფასურს ეხება.

ენერგეტიკის სამინისტროს წერილში კი ნათქვამია, რომ  „აღნიშნული გაზის  მონეტიზაცია ხდება მთავრობის  გადაწყვეტილებით  და  არ  არის საჯარო ინფორმაცია“. თუმცა, აღნიშნულია, რომ სომხეთის ტრანზიტის საფასურად მიღებული გაზის მიწოდება ხდება სოციალური სეგმენტისთვის, ანუ მოსახლეობისთვის და თბოელექტროსადგურებისთვის.

მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ფასი დღეისათვის 120 აშშ დოლარია,  ხოლო თბოსადგურებისთვის  143 აშშ დოლარი 1000 მ3-ზე. საქართველო კი ტრანზიტისთვის  გატარებული გაზის 10%-ს იღებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე