ევროკავშირმა უნდა შეასრულოს გადამწყვეტი როლი დემოკრატიული ცვლილების პროცესში - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 11:23 | 11.12.2018
ნანახია: 572

ევროკავშირს შეუძლია და უნდა შეასრულოს გადამწყვეტი როლი დემოკრატიული ცვლილების პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ყოველწლიურ, რიგით მე-10 შეხვედრაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ნებისმიერი უპასუხისმგებლო ქმედება ან პოლიტიკური მიკერძოება მესამე სექტორის ნებისმიერი პირის მიერ, შეიძლება იყოს და აუცილებლად იქნება წარმატებით გამოყენებული ავის მსურველების მიერ ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმურობისა და უფლებამოსილების წინააღმდეგ“.

როგორც სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ევროკავშირს შეუძლია და უნდა შეასრულოს გადამწყვეტი როლი დემოკრატიული ცვლილების პროცესში.

„ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ ევროკავშირის მიმართ მისი მონაწილეობისათვის საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში. საქართველო ვერ გაივლიდა ამხელა გზას ამ მხარდაჭერის გარეშე. ვეთანხმები ასამბლეის მოწოდებას, რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური გამოწვევები უფრო აქტიურ მიდგომებს მოითხოვს, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან. იმედი მაქვს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მეათე ყოველწლიური ასამბლეა მეტ ნათელს მოფენს ამ ამოცანას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე