კონკურენციის სააგენტომ საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებში მიიღო მონაწილეობა

საქართველო, თბილისი - 18:03 | 09.12.2015
ნანახია: 1379

კონკურენციის სააგენტოს კონკურენციის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის მრჩეველმა ანა გუგუშვილმა საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მეორე რაუნდის მოლაპარაკებებში მიიღო მონაწილეობა, რომელიც EFTA-ს ცენტრალურ ოფისში, ქ. ჟენევაში 1-4 დეკემბერს გაიმართა.
კონკურენციის სააგენტო მთავარი მომლაპარაკებელი იყო მეორე რაუნდის მოლაპარაკებებში, კონკურენციის თავით განსაზღვრული ვალდებულებების განხილვის ნაწილში. EFTA- ს წარმომადგენლებმა გაითვალისწინეს კონკურენციის სააგენტოს მიერ შეთავაზებული წინადადებები და მხარეები შეთანხმდნენ საბოლოო ჩანაწერზე.
აღსანიშნავია, რომ ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ოთხი ქვეყანა - შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი ევროკავშირის წევრები არ არიან. შესაბამისად, EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შედეგად საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას დამატებით 4 ქვეყნის 12 მილიონიანი ბაზარი გაეხსნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე