"ქართული ოცნება" და პრორუსული ექსტრემისტული დაჯგუფება "ქართული მარში" არის ერთი და იგივე - გიორგი კანდელაკი

საქართველო, თბილისი - 17:16 | 10.12.2018
ნანახია: 718

ივანიშვილს სურს ყავდეს მართული ოპოზიცია იმისათვის, რომ ამ შემთხვევაში პრორუსული ოპოზიცია გამოიყენოს რეალური პროდასავლური ოპოზიციის წინააღმდემ, მაგრამ მთელმა საზოგადოებამ ამ არჩევნებზე და მანამდეც იხილა, რომ "ქართული ოცნება" და ეს პრორუსული ექსტრემისტული დაჯგუფება არის ერთი და იგივე და მეტიც, რომ ეს ადამიანები წარმოადგენენ "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის სახეს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, იმ ყველაფერს, რაც იუსტიციის სახლთან ხდება, ჩადის "ქართული ოცნება" იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეცდომაში შეიყვანოს თუნდაც საზოგადოების ნაწილი და დააჯეროს, რომ ის ექსტრემისტული დაჯგუფება მათი ოპოზიციაა.

"დღეს საზოგადოება მოწმეა სახელმწიფო დაწესებულების ბლოკირებისა, რაც არის კანონდარღევა. რეალურად მნიშვნელოვანია საზოგადოებას ვუთხრათ, რომ არ დაიბნეს საზოგადოება, რეალურად ეს არის ხელისუფლებასთან შეთანხმებული ქმედება, რეალურად ამ ყველაფერს ჩადის "ქართული ოცნება" იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეცდომაში შეიყვანოს თუნდაც საზოგადოების ნაწილი, რომ ის ექსტრემისტული დაჯგუფება, რომელიც დღეს ჩადის კანონდარღევას, არის თითქოსდა ოპოზიცია.

ივანიშვილს სურს ყავდეს მართული ოპოზიცია იმისათვის, რომ ამ შემთხვევაში პრორუსული ოპოზიცია გამოიყენოს რეალური პროდასავლური ოპოზიციის წინააღმდემ, მაგრამ მთელმა საზოგადოებამ ამ არჩევნებზე და მანამდეც იხილა, რომ "ქართული ოცნება" და ეს პრორუსული ექსტრემისტული დაჯგუფება არის ერთი და იგივე და მეტიც, რომ ეს ადამიანები წარმოადგენენ "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის სახეს", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა

ცნობისთვის, ე.წ. "ქართულმა მარშმა" დღეს იუსტიციის სახლთან პიკეტი მოაწყო. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის შესყიდვაზე მორატორიუმი გაუქმდა.

შეგახსენებთ, ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. მოსამართლეებმა გადაწყვეტილება საბერძნეთის მოქალაქეების საჩივრის საფუძველზე მიიღეს, რომლებიც მემკვიდრეობით მიღებულ მიწის ნაკვეთებს საკუთრებაში ვერ ირეგისტრირებდნენ. უცხოეთის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების მორატორიუმი ძალადაკარგულად გამოცხადდა, თუმცა შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა, რადგან პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების შესახებ შეზღუდვებს კვლავ აწესებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე