ოსლოსა და სტოკჰოლმში ნობელის პრემიების გადაცემის ცერემონიები იმართება (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 17:11 | 10.12.2018
ნანახია: 629

ნორვეგიისა და შვედეთის დედაქალაქებში ნობელის პრემიების გადაცემის ცერემონია მიმდინარეობს.

ისლოში დაიწყო ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია. სხვა სფეროებში პრემიების გდაცემის ცერემონია სტოკჰოლმშიც დაიწყება.

ოსლოში ცერემონიას სამეფო ოჯახისა  და ნორვეგიის მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებიან. 2018 წელს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში გადაეცემათ კონგოელ ქირურგს  -დენის მუკვეგეს და ერაყელ უფლებადმცველს - ნადა მურადს.

მათ პრემიები შეიარაღებული კონფლიქტების დროს იარაღის სახით სექსუალური ძალადობის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლსითვის გადაეცემათ.

მუკვეგე, რომელსაც ასევე უწოდებენ „საოცარ ექიმს“, ცნობილია, როგორც პანზის ჰოსპიტლის დაამარსებელი, სადაც სამედიცინო დახმარებს უწევენ ქალებს, რომლებიც ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლნი გახდნენ.

მურადი 1993 წელს დაიბადა. ის აქტიურად არის დაკავებული ადამიანის უფლებების დაცვით. რამდენჯერმე აქვს მიღებული მნიშვნელოვანი პრემიები და ჯილდოები. ის ეთნიკური უმცირესობის - იეზიდების წარმომადგენელია, რომლებიც ჩრდილოეთ ერაყში ცხოვრობენ.  

სხვა პრემიებთან ერთად მშვიდობის პრემია ქიმიკოს ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს - 10 დეკემბერს გაიცემა. სწორედ ალფრედ ნობელის ანდერძის თანახმად, მშვიდობის პრემია ლაურეატებს ოსლოში გადაეცემათ და არა სტოკჰოლმში. ალფრედ ნობელი 1896 წელს გარდაიცვალა.

პარალელურად შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მედიცინის, ქიმიის, ფიზიკისა და ეკონომიკური მეცნიერების სფეროებში  პრემიების გადაცემის ცერემონია იწყება.  

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე