ვემზადებით ხელისუფლებაში მოსასვლელად, ეს არის უბრალოდ დროის საკითხი - გიორგი ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 14:34 | 10.12.2018
ნანახია: 1059

ვემზადებით ხელისუფლებაში მოსასვლელად. ეს არის უბრალოდ დროის საკითხი. რამდენ ხანში მოხდება ეს, თქვენც ნახავთ, ჩვენც ვნახავთ - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ მხარს გვიჭერს რეალურად აქტიური ნაწილი საქართველოს მოსახლეობის, რომელიც წნეხის, ზეწოლის და დაშინების მიუხედავად მოვიდა და ეს არჩევანი გააკეთა. მე პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არჩევანი იყო საფუძველი იმისა, რომ ვემზადებით ხელისუფლებაში მოსასვლელად. ეს არის უბრალოდ დროის საკითხი. რამდენ ხანში მოხდება ეს, თქვენც ნახავთ, ჩვენც ვნახავთ.

ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ფუნდამენტური პრობლემები ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც ვაშაძემ დღეს პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გაერთიანებული ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე